ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილი 4 მეტრით გაფართოვდა , მოეწყო დამჭერი კედელი, სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდა განათებების ქსელი და შეიცვალა ასფალტის საფარი. აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მლნ-ზე მეტი ლარით დაფინანსდა.