უმრავლესობის დეპუტატები რიგით მეორე სხდომას მარტო ოპოზიციური პარტიების გარეშე მართავენ - როგორ მიმდინარეობდა მთავრობის დამტკიცების პროცესი - Palitra News

უმრავლესობის დეპუტატები რიგით მეორე სხდომას მარტო ოპოზიციური პარტიების გარეშე მართავენ - როგორ მიმდინარეობდა მთავრობის დამტკიცების პროცესი

2024-11-26 15:31:32+04:00

XI მოწვევის პარლამენტმა მუშაობა მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენით განაახლა. . უმრავლესობის დეპუტატები რიგით მეორე სხდომას მარტო ოპოზიციური პარტიების გარეშე მართავენ. საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატების წინაშე სიტყვით უკვე წარსგა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური. მანამდე ბიუროს პრემიერობის კანდიდატის - ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად სამთავრობო პროგრამა წარედგინა.