კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართავენ. გადაწყვეტილება კოალიციის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს და შესაბამისი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამავე მოთხოვნით ჯერ კიდევ გუშინ მიმართეს კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა. დანარჩენი ოპოზიციური პარტიების სპიკერებს საკითხზე ოფიციალური განცხადება დღეს ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა 4-ვე ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს. როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა?