ვინ გახდება საქართველოს რიგით მე-6 პრეზიდენტი? კანდიდატების ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია არჩევნების ჩატარების თარიღი. პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს ჩატარდება. საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კანდიდატურას, ქართული ოცნება ინფორმაციას უარყოფს. ვინც არ უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილის შემცვლელი, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს, რომელსაც არალეგიტიმური ორგანო აირჩევს, , ლეგიტიმაცია არ ექნება.