„გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება - Palitra News

„გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება

2024-11-26 13:37:07+04:00

„გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება. ეს კი მაშინ, როცა გასულ წელს უმუშევრობა 16.4%-ს შეადგენდა. „საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8% შეადგინა, თუმცა, წინა კვარტალთან შედარებით, მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 69.2% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 2.4% იყო. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1 პროცენტული პუნქტით 54.7%-მდე გაიზარდა 2024 წლის მე-3 კვარტალში“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.