XI მოწვევის პარლამენტმა მუშაობა განაახლა.უმრავლესობის დეპუტატები რიგით მეორე სხდომის გასამართად ემზადებიან, სასესიო დარბაზში კი ოპოზიციისთვის განკუთვნილი სკამები კვლავ ცარიელია. საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რის გამოც, პარლამენტის სასახლეში ღონისძიებებზე მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები და ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები დაიშვებიან. პარლამენტი სწორედ დღეიდან დაიყებს ახალი მთავრობის დამტკიცების პროცესს, კანონმდებლები მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ. თუმცა მანამდე ბიუროს პრემიერობის კანდიდატის - ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად სამთავრობო პროგრამა წარედგინება.