საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს პარლამენტი დღეს დაასახელებს. მმართველი გუნდი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას მიმდინარე წელს გეგმავს. საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის 150-ვე დეპუტატი, ასევე მუნიციპალიტეტების საკრებულოების, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები. ამერიკული მოდელის თანახმად, პრეზიდენტის ასარჩევად, კოლეგიის შემადგენლობის 2/3 ანუ 200 ხმა არის საჭირო. პრეზიდენტის არჩევნებს ორგანიზებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაუწევს. ქართულ ოცნებაში კანდიდატის ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ საკითხზე გუნდის შიგნით პოზიციები შეჯერებულია. მმართველი პარტია გამორიცხავს, რომ საქართველოს რიგით მე-6 პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილი გახდეს. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტზე შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილმა ან კონსტანტინე გამსახურდიამ შეცვალონ.