ვიდრე "ქართული ოცნება" XI მოწვევის პარლამენტის რიგით მეორე სხდომას მართავს, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ამჯერად საპარლამენტო მანდატების თაობაზე პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველოს ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტის უფლებამოსილებას არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მანდატებზე ოფიციალურ უარს უახლოეს დღეებში იტყვიან. ერთობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, ძალიერი საქართველო და პარტია გახარია საქართველოსთვის საერთო პოზიციაა, რომ ისინი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებენ. სალომე ჯაფარიძე განაგრძობს თემაზე საუბარს.