გლდანში, საცხოვრებელ სახლში, ასაკოვანი ქალი გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო - Palitra News

გლდანში, საცხოვრებელ სახლში, ასაკოვანი ქალი გარდაცვლილი იპოვეს - გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

2024-11-26 12:20:30+04:00

გლდანში, საცხოვრებელ სახლში, ასაკოვანი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალი გარდაცვლილი სახლში მისმა შვილმა იპოვა.

ქალთან კავშირზე გასვლა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.