აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე კი - 10%-იანი ტარიფი. გამოცემა „როიტერსის“ ცნობით, ტარიფები დარჩება მანამ, სანამ აღნიშნული ორი ქვეყანა არ შეზღუდავს ნარკოტიკებს, განსაკუთრებით ფენტანილს და მიგრანტებს, რომლებიც საზღვარს უკანონოდ კვეთენ. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დამატებით 10%-იანი ტარიფი დაეკისრება ჩინეთს, სანამ მისი მთავრობა ქვეყნიდან სინთეზური ოპი-ოიდური ფენტანილის კონტრაბანდას არ დაბლოკავს.