ბრაზილიაში ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა. ალაგოასის შტატის გუბერნატორის, პაოლო დანტასის ცნობით, შემთხვევის შემდეგ 29 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, ფედერალური მთავრობა სიტუაციას აკვირდება. მან შტატის ხელისუფლების დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც კლდიდან გადავარდა, ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთსკენ გადაადგილდებოდა.