მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ოპოზიციის გარეშე დაიწყო. ხელისუფლების ოპონენტები პარლამენტის უფლებამოსილებას არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მანდატებზე ოფიციალურ უარს უახლოეს დღეებში იტყვიან. მანდატის დატოვების მოთხოვნაზე განცხადება უკვე გააკეთა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა- გიორგი ვაშაძემ. მან პარლამენტის კანცელარიას ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტით მიმართა. სიების ჩახსნაზე და მანდატების დატოვებაზე პარლამენტის წინ ისაუბრეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერებმა - ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემაც. კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ კი ფეისბუკზე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელსაც ხელს ის და ნიკა მელია აწერენ. დოკუმენტში სიების ჩახსნაზეა საუბარი. პარლამენტში გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ- პარტია -“საქართველოსთვის" წევრები. გიორგი გახარიას პარტიის ამ დრომდე ცნობილი პოზიციით, პარლამენტში შესვლას არც ისინი აპირებენ. პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ-კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებიც.