აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის კლინიკის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებმაც კარდიოლოგიური კვლევის სრული მომსახურება მიიღეს. აფხაზეთიდან დროებით დევნილები სერვისებით მომსახურებას სამინისტროს მხარდაჭერით მომავალ წელსაც შეძლებენ.