უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვან სამიზნეებს დაარტყა. 25 ნოემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფები, თავდაცვის ძალების სხვა სუბიექტებთან ერთად, რუსეთში, ბრიანსკის, კალუგის და კურსკის ოლქებში ოკუპანტების უამრავ მნიშვნელოვან ობიექტს თავს დაესხნენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის გენშტაბში ადასტურებენ ინფორამციას კალუგის ოლქში ნავთობის საცავის განადგურების შესახებ. გარდა ამისა, სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევის შედეგებზე ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.