საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, თუ ქვეყნის ბიუჯეტი ამჟამინდელი ფორმით დამტკიცდება, მისი პარტია პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მარინ ლე პენმა სწორედ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლე პენის თქმით, ის აღნიშნულ პროცესს აქტიურად დააკვირდება, რათა გაარკვიოს, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა მის გზავნილს, რომელიც ბიუჯეტის პროექტს უკავშირდება. საფრანგეთის მთავრობის მთავარი საფინანსო პროექტი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ითვალისწინებს.