საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გამოეხმაურა. მან მმართველი პარტია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებს გასცდა. ზურაბიშვილმა ასევე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.