მე-11 მოწვევის პარლამენტმა ახალ თავმჯდომარედ 88 ხმით - ერთხმად კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩია. მან კენჭისყრამდე დარბაზში შეკრებილებს ვრცელი სიტყვით მიმართა და იმის პირობა დადო, რომ “პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად“. გარდა ამისა, სხდომაზე დაამტკიცეს პარლამენტის ვიცე-სპიკერები და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებიც. პარლამენტის პირველ სხდომაზე ასევე მხოლოდ ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“ შეიქმნა, რომელიც 80 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. „ქართულ ოცნებაში“ ასევე აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევის თარიღს საზოგადოებას ხვალ გააცნობენ.