ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება. ინფორმაცია ამის თაობაზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე დღეს დილას გააჟღერა. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები პირობას დებენ რომ დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ და აქტიურად იმუშავებენ სამინისტროებით გათვალისწინებული მიმართულებების განვითარებაზე. რაც შეეხება ყოფილი მინისტრების სამომავლო საქმიანობას, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია მუშაობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მინისტრების ცვლილება არაფერს შეცვლის და პირირიქით, საერთაშორისო იზოლაციას მხოლოდ გააღრმავებს.