მე-11 მოწვევის პარლამენტმა პირველ სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები შეასრულა. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარედ 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცეს შალვა პაპუაშვილი. მან კენჭისყრამდე ვრცელი სიტყვით მიმართა დარბაზში შეკრებილებს და პარლამენტის ტრიბუნიდან პირობა დადო, რომ “პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად“. სხდომაზე დაამტკიცეს პარლამენტის ვიცე-სპიკერები და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებიც. დღევანდელ სხდომაზე შეიქმნა ერთი ფრაქცია - “ქართული ოცნება“, რომელიც 80 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის საკითხს, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, თარიღს ხვალ, 26 ნოემბერს ჩანიშნავს.