"ქართული ოცნება" რამდენიმე წუთში XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გამართავს. სხდომას, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტს არ დაუნიშნავს და რომელსაც არც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. უმრავლესობის ლიდერები ირწმუნებიან, რომ პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველი პლენალური სხდომა წესით 12 საათზე უნდა გაიხსნას... ვინაინად მას პრეზიდენტი სავარაუდოდ არ დაესწრება, სხდომას “ქართული ოცნების“ უხუცესი წევრი ლადო კახაძე გახსნის.