რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ“, კანონის რატიფიცირებას ხელი მოაწერა. რუსული მედიის ინფორმაციით, „შეთანხმება სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურას ადგენს. კანონი ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა. რუსეთის ფედერაციას მსგავსი შეთანხმებები აქვს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, ბელარუსთან, სომხეთთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ყირგიზეთთან.