"ქართული ოცნება" XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გასამართად ემზადება. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტს არ დაუნიშნავს, უფრო მეტიც, სხდომაზე დასწრებას არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალა არ აპირებს. დიპლომატიური კორპუსი კი თავად ქართულ ოცნებას არ მოუწვევია. მიუხედავად ოპონენტების წინააღმდეგობის, ქართული ოცნება პარლამენტისთვის უფლებამოსილების მინიჭებას მაინც გეგმავს. ამისთვის მმართველ პარტიას 76 დეპუტატი სჭირდება. ეს კი ქართული ოცნებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ცესკოს შედეგების თანახმად, სახელისუფლებო გუნდმა ბევრად მეტი, სულ 89 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველი პლენალური სხდომა წესით 12 საათზე უნდა გაიხსნას... ვინაინად მას პრეზიდენტი სავარაუდოდ არ დაესწრება, სხდომას “ქართული ოცნების“ უხუცესი წევრი ლადო კახაძე გახსნის. ახლა საინტერესოა, გახდება თუ არა პროცესის შემაფერხებელი ფაქტორი ოპოზიცის ბოიკოტი, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ცნობს.