ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის წინააღმდეგობას განაგრძობს - რა ვითარებაა ამ წუთებში აქციაზე - Palitra News

პრეზიდენტი - საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია

2024-11-25 09:19:08+04:00

"საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია”- ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილი სხდომას, რომლის გამართვასაც დღეს ქართული ოცნება რამდენიმე საათში შეეცდება. პრეზიდენტი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სამ არგუმენტს ასახელებს. მისი თქმით, სხდომა არაკონსტიტუციურია, რადგან მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია; მან უარი განაცხადა პირველი სხდომის მოწვევაზე, კონსტიტუცია კი არავის ცნობს მის შემცვლელად. და ბოლოს, ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი ჯერ კიდევ განხილვის მოლოდინშია.