აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, აღნიშნულ კონტექსტში კი ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.
შეკრებილები გეგმავენ, რომ ღამე პარლამენტთან გაათენონ.
აქციაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან. გარდა ამისა, საპროტესტო აქციას ავტოკოლონებით რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები და საქართველოს დროშები. ისინი სტვენით, შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს და სკანდირებენ: "საქართველოს გაუმარჯოს!"
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.