"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ კანადის ვიზა ვერ მიიღო. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, "ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას კანადამ ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. მას მალევე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხატია წილოსანმა. მისი კომენტარი ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ წილოსანი "ტყუილსა და დეზინფორმაციას" უწოდებს გიორგი კანდელაკის მიერ გავრცელებულ ცნობებს. ნატოს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა კანადაში, მონრეალში იმართება. იგი 22 ნოემბერს დაიწყო და 25 ნოემბრამდე გაგრძელდება