იმედგაცრუება და რუსული გავლენების გაძლიერება - ამერიკელი კონგრესმენები ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრობენ. რესპუბლიკელი კონგრესმენი და „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, ჯო უილსონი აცხადებს, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად, რათა “მეგობარი აქტი” საბოლოოდ დამტკიცეს და ამოქმედდეს. სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლები კი ხაზს უსვამენ, რომ დონალდ ტრამპისთვის სამართლიანი არჩევნების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.