ხვალ, საღამოს 9 საათზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბება, საიდანაც საქართველოს პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობა გაიმართება. თბილისში შეკრებილ მომიტინგეებს შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული მოქალაქეები, ამის შემდეგ, დედაქალაქის მასშტაბით მანქანებით მსვლელობა გაიმართება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.