ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სუნიტურ და შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის კურამის რაიონში მოხდა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა მაღაზიებს, სახლებსა და სამთავრობო შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. რამდენიმე დღის წინ კურამში, შიიტ მუსლიმებს, რომლებიც ავტობუსებით გადაადგილდებოდნენ, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, 42 ადამიანი დაიღუპა.