„ვარდების რევოლუციიდან“ 21 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, კლინიკა „ვივამედთან“, სწორედ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამ დღის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ და აცხადებენ, რომ საქართველომ ევროპისკენ სვლა სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო. პარტიის ლიდერებმა ყურადღება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც გაამახვილეს და განმარტეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესისთვის სააკაშვილის გათავისუფლება არის საჭირო. ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთი პირადი ტყვეა.