მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ სარჩელებს. ოპოზიციური პარტიების მოლოდინები უარყოფითია. ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშაა, შესაბამისად, სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ელოდებიან. პესიმისტური მოლოდინის მიუხედავად, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მიზნის მისაღწევად ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას გეგმავს.