საკონსტიტუციო სასამართლოს ვახსენებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა რუს ოლიგარქს, - ეს განცხადება სტუდენტებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გააკეთეს, სადაც მსვლელობით ბათუმის უნივერსიტეტიდან მივიდნენ.
„ისტორიულ გზაჯვარედინზე ვდგავართ, ახლა როგორც არასდროს უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, საქართველო ოლიგარქს გამოვტაცოთ და თავის ისტორიულ კალაპოტს დავუბრუნოთ. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, როგორც დამოუკიდებელ სუვერენული სახელმწიფოსი და არა რუსეთის გვერდით, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილ მეზობლური დამოკიდებულება არ აქვს. საქართველოში ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და სწორედ, ამა საკონსტიტუციო სასამართლოს ვახსენებთ. 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის ნება გაყალბდა… საქართველოს გაუმარჯოს”, - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.