მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ და აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართული შეხვედრისას ალიანსის წინაშე მდგარი გლობალური უსაფრთხოების რიგი საკითხები განიხილეს.
ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კონგრესმენ, მაიკ უოლცსა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებს შეხვდა.