ცენტრალურ ბეირუთში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 63-ს აღწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი უფროსი მეთაური, მუჰამედ ჰაიდარი იყო, რომლის ბედი ამ დროისთვის უცნობია.