ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მას მოკლავენ დაქირავებული მკვლელი ქვეყნის პრეზიდენტს მოკლავს.
„ერთ ადამიანს ვესაუბრე. მას ვუთხარი, რომ თუ მე მომკლავენ, პრეზიდენტი მარკოსი, პირველი ლედი ლიზა არანეტა და სპიკერი მარტინ რომუალდესი მოკლას. ეს ხუმრობა არ არის. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. ვუთხარი: არ გაჩერდე, სანამ ყველას არ მოკლავ და მან თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტმა, სარა დუტერტემ.
ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის ოფისი გამოეხმაურა.
„პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფის ნებისმიერი მუქარა ყოველთვის სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუქარა საჯაროდ არის გაცხადებული მკაფიო და კონკრეტული ტერმინებით“, - აღნიშნეს პრეზიდენტის ოფისში.
გასულ თვეში სარა დუტერტემ ფერდინანდ მარკოსი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ წარმოიდგენს, თუ როგორ ჰკვეთს პრეზიდენტს თავს.
„ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიდის, რადგან გვმართავს ადამიანი, რომელმაც არ იცის როგორ უნდა იყოს პრეზიდენტი და რომელიც მატყუარაა“, - განაცხადა დუტერტემ.