საქართველოს პრეზიდენტისა და დაახლოებით 34 ოპოზიციონერი დეპუტატის საარჩევნო დარღვევების შესახებ სარჩელი რამდენიმე დღეა რაც საკონსტიტუციო სასამართლოშია - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტისა და დაახლოებით 34 ოპოზიციონერი დეპუტატის საარჩევნო დარღვევების შესახებ სარჩელი რამდენიმე დღეა რაც საკონსტიტუციო სასამართლოშია - „ქართულ ოცნებაში" უკვე აცხადებენ, რომ საკითხი ჩავარდება და სარჩელი არ დაკმაყოფილდება

2024-11-22 20:58:17+04:00

საქართველოს პრეზიდენტისა და დაახლოებით 34 ოპოზიციონერი დეპუტატის საარჩევნო დარღვევების შესახებ სარჩელი რამდენიმე დღეა რაც საკონსტიტუციო სასამართლოშია, თუმცა ამ დრომდე უცნობია მიიღებს თუ არა მმართლმსაჯულების ორგანო სარჩელებს წარმოებაში. მოსარჩელე მხარეები არჩევნების კონსტიტუციურობაზე, ხმისა ფარულობისა და საყოველთაობის დარღევევის ფაქტზე დავობენ. ვიდრე, საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, , „ქართულ ოცნებაში" უკვე აცხადებენ , რომ საკითხი ჩავარდება და სარჩელი არ დაკმაყოფილდება.