პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს, 20 წლის მომიტინგეს, მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს, 20 წლის მომიტინგეს, მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2024-11-22 20:54:16+04:00

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს, 20 წლის მომიტინგეს, მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 20 წლის ახალგაზრდა იმ 16 მოქალაქეს შორისაა, რომლებიც პოლიციელებმა მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა. რა პოზიციებს აფიქსირებნენ დღეს დაცვისა და ბრალდების მხარეები?