საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად აღიარების მოთხოვნით ოპოზიციის მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობა გრძელდება. 25 ნოემბერს ხელისუფლების ოპონენტები, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტის უფლებამოსილების აღიარების პარალელურად, მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. მანამდე, შაბათს ოპოზიცია საერთო აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აანონსებს. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ ქუჩის მუდმივი პროტესტი და შეურიგებლობა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად შესაბამის შედეგს გამოიღებს.