ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა სახელმწიფო პროგრამაში გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები განიხილა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალური განვითარების გაძლიერებაზე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბენეფიციართა ინკლუზიური განვითარების მხარდაჭერა და მათი ფიზიკური თუ ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.