მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ სარჩელებს? - არასამთავრობო ორგანიზაციები და და ოპოზიციური პარტიები მმართლმსაჯულების ორგანოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც არჩევნების კონსტიტუციურობაზე დავობენ, მიიჩნევენ, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. მიუხედავად სასამართლოს მიმართ დაბალი ნდობისა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მზად არიან არჩევნების არალეგიტიმურობის დასამტკიცებლად მოსამართლეებს ყველა ხელთ არსებული მტკიცებულება მიაწოდონ. დასრულდება თუ არა საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 25 ნოემბრამდე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა დაგეგმა? კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.