ვიდრე "ქართული ოცნება" XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ემზადება, ოპოზიცია არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის წინააღმდეგობას განაგძობს. ხელისუფლების ოპონენტები 25 ნოემბერს, მმართველი პარტიის მიერ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. მანამდე ოპოზიციის საერთო აქცია შაბათს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაიმართება. კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, უარი საპარლამენტო მანდატებზე და უწყვეტი ქუჩის პროტესტი - ამ სტრატეგიით ოპოზიცია ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის იბრძვის.