„ეს არის შავი დღე, ეს გადაწყვეტილება არღვევს დემოკრატიების ბუნებრივ უფლებას, დაიცვან თავი მკვლელი ტერორიზმისგან, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი , ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერის გაცების თაობაზე. ბენიამინ ნეთანიაჰუს შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება არის ანტისემიტური აქტი, რომელსაც აქვს ერთი მიზანი, შეზღუდოს უფლება, ისრაელმა თავი დაიცვას მტრებისგან, ნეთანიაჰუმ უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ისრაელი აშიმშილებს ღაზის მოსახლეობას და აღნიშნა, რომ ომის დროს ისრაელმა ღაზაში ასობით ათასი ტონა საკვები შეიტანა. მისივე თქმით, მოსახლეობის შიმშილში „ჰამასია“ დამნაშავე, რადგან ისრაელის მიერ მიწოდებულ დახმარებას იპარავს.