უახლოეს კვირებში საქართველოს ტექნიკური მისია ეწვევა, რომელმაც საქართველოში ჩატარებული არჩევნები უნდა შეისწავლოს. ევროკომისიის მხრიდან დაკომპლექტებულ მისიასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არაერთი კითხვა აქვს, თუმცა თანამშრომლობას მაინც გეგმავს. ტექნიკური მისიის ვიზიტის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები საუბრობენ. ამბობენ, რომ ქვეყნის შიგნით არსებული სტრუქტურების მიმართ უნდობლობის ფონზე, ტექნიკური მისიის მხრიდან ობიექტურად შესწავლილ გარემოებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. მხარეები მზად არიან მისიას არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტი მიაწოდონ.