მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ სარჩელებს. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშაა, შესაბამისად სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ელიან. მიუხედავად პესიმისტური განწყობისა ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მიზნის მისაღწევად ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას გეგმავს. მხარეები არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ მასშტაბურ დარღვევებზე საუბრობენ. არასამთავრობო სექტორი მზაობას გამოთქვამს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინოს და ღიად ისაუბროს ყველა იმ ფაქტზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ხელს შეუწყობს.