უცვლელი პრემიერ-მინისტრობის და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატი. ფრაქცია "ქართული ოცნება" მთავრობის მეთაურის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძეს წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას კი შალვა პაპუაშვილი დაიკავებს. „გაცხადებული სახელმწიფო დანაშაულის ქრონიკა - ასე აფასებენ ოპოზიციაში მმართველი პარტიის მხრიდან გაჟღერებულ გზავნილებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება დანაშაულებრივ ქმედებებს აგრძელებს, რაც ხელისუფლების უზურპაციაზე მეტყველებს.