„ქართული ოცნება“ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის ემზადება. უმრავლესობის წევრები 25 ნოემბერს საკონონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებას ცნობენ. მმართველი გუნდი სამომავლო გეგმებზე საუბრობს, ოპოზიცია კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია. ბარიერ გადალახული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ კონკრეტული გეგმა აქვთ, თუმცა მის გასაჯაროვებას ამ დრომდე არ აპირებენ. ხელისუფლების ოპონენტები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებენ. ოპოზიციის ნაწილი ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს მოუწოდებს 25 ნოემბერს დაგეგმილ პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრონ.