2025 წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირებისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გა - Palitra News

2025 წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირებისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2024-11-21 21:29:09+04:00

2025 წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირებისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრმა, პროგრამის განვითარების შესაძლებლობა განიხილა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, ბენეფიციარებისა და ექსპერტებისგან მიიღო. მხარეებმა დაავადებების მკურნალობის გაფართოებაზე, ასევე შესაბამისი კადრებისა და სპეციალისტების გადამზადების საკითხებზე იმსჯელეს.