საქართველოს უახლოეს პერიოდში ევროკავშირის ტექნიკური მისია ეწვევა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 18 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. მისია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს შეისწავლის და გააანალიზებს.
აღნიშნულ თემას მმართველ პარტიაში უკვე გამოეხმაურნენ. რა მნიშვნელობისაა ევროკავშირის ტექნიკური მისია, რომელიც საქართველოში ძალიან მალე ჩამოვა?- მოახლოებულ ვიზიტს ქვეყანის შიგნით ოპოზიცია და მესამე სექტორი გამოეხმაურა.