უარი საპარლამენტო მანდატებს, ქუჩის საპროტექსტო აქციები და კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან - ოპოზიცია ამ სტრატეგიით არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ხელისუფლების ოპონენტები საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტებისთვის ლეგიტიმაციის გამოცხადებასა და წინააღმდეგობის შეწყვეტას არ აპირებენ. ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები ახლა საქმედო გეგმის დეტალებს აზუსტებენ. მორიგი დემონსტრაციის ლოკაცია და თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს