გამოცემის ცნობით, მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრების ორდერებს სავარაუდო დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასა და ღაზაში ისრაელის სამხედრო პასუხთან.
ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს. ის უარყოფს ღაზაში ომის დანაშაულების ჩადენას. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ იბრაჰიმ ალ-მასრის ლიკვიდაცია განახორციელეს, თუმცა ამას „ჰამასი“ არც ადასტურებს და არც უარყოფს.