19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ისაკო დევიძესა და დავით წოწორიას 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო, ირაკლი ანდღულაძეს 2700 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ რომ სასამართლო სამართლიანი სასამართლოს უფლებას უგულებელყოფს. 19 ნოემბერს სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს, მათგან 3 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო დანარჩენებმა 48 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საპატიმრო დღეს დილით დატოვეს.